მორიგი თავდამსხმელი ერიკ ტენ ჰაგის სატრანსფერო სიაში თუმცა ინგლისურ გრანდს ფეხბურთელისათვის ბრძოლაში წინააღმდეგობას მიუნხენის "ბაიერნი" გაუწევს.
საქმე ეხება ფრანკფურტის "აინტრახტის" ფრანგ შემტევ ძალას რანდალ კოლო მუანის. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე "პარი სენ ჟერმენიც" გამოხატავს თუმცა პარიზელები აღნიშნულ გრანდებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან, ინფორმაცია ფაბრიციო ჰოუკინსმა გააჟღერა.
თუმცა "ფრანკფურტელების" სატრანსფერო მადა შესამჩნევად გაზრდილია, მათ მოთამაშის სანაცვლოდ არცმეტი არც ნაკლები 100 მილიონი ევროს მიღება სურთ.
რამდენად იქნება ეს თანხა მისაღები ორივე მხარისათვის სულ მალე გახდება ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ ფეხბურთელზე უარის თქმა სწორედ მისი სატრანსფერო ფასის გამო იქნება გადაწყვეტილი.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კოლო მუანის ანგარიშზე 13 გოლი და 10 საგოლე გადაცემა ირიცხება.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.