ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, კლუბები საკუთარ რადარებზე მყოფ ფეხბურთელებს აქტიურად უთვალთვალებენ.
ამათუიმ კლუბის ხელმძღვანელობა შესაბამისად ახალი ფეხბურთელების შესაძენად ხაზინიდან შესაბამის თანხებსაც ამზადებს, გამონაკლისი არ იქნება არც "მანჩესტერ იუნაიტედი".
ნიდერლანდელ სპეციალისტს ერიკ ტენ ჰაგს ახალი ფეხბურთელების შესაძენად 115 მილიონი ევროს ოდენობა ექნება მისაწვდომი, იუწყება The Athletic.
აქამდე ცნობილი ხდება ის გარემოება, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარი სამიზნე ჰარი კეინი გახლავთ რომლის სანაცვლოდაც "ტოტენჰემი" 100 მილიონ ევროს ითხოვს.
უცნობია დარჩენილი 15 ევრო იქნება მხოლოდ ის რიცხვი რომელსაც სპეციალისტი სხვა პოზიციის გაძლიერებას მოახმარს თუ აღნიშნულ სატრანსფერო თანხას გაყიდული ფეხბურთელებიდან შემოსული თანხაც დაემატება.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.