"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ვუთ ვეგჰორსტი, სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. ნიდერლანდელმა ტენ ჰაგის შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.
სპორტული ჟურნალისტის სამუელ ლუკჰერსტის თქმით, "წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელის საბოლოოდ შესყიდვის სურვილი აღარ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელის კონტრაქტი კვლავ "ბარნლის" ეკუთვნის და გლეიზერების კლუბს იგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა, თავად ვუთს სურს დარჩეს "ოლდ ტრაფორდზე" თუმცა დიდი ალბათობით ეს არ მოხდება.
"ბარნლი" მომავალი სეზონიდან პრემიერ ლიგას დაუბრუნდება თავად ვეგჰორსტი როგორც ჩანს "ნისლიან ალბიონზე" ასპარეზობას გააგრძელებს.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.