არგენტინისა და მილანის "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს, იტყობინება - Calciomercato.
"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელები მზად არიან თავდამსხმელის ტრანსფერისათვის 50 მილიონი ევრო გამოყოს. გარდა ამისა, ინგლისური მხარე აპირებს გარიგებაში ფრანგი თავდამსხმელის ენტონი მარსიალის ჩართვას.
ხელშეკრულების პირობებით ლაუტარო "ნერაძურის" 2026 წლის შუა რიცხვებამდეა დაკავშირებული. პორტალი Transfermarkt-ი მის ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მარტინესმა 33 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.