"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ამბობს, რომ არსებობს ალეხანდროს დაბრუნების შანსი "ვესტ ჰემთან" მატჩში.
გარნაჩოს თითქმის ორი თვეა არ უთამაშია. "საუთჰემპტონთან" მიღებული ტერფის ტრავმის გამო მისი დაბრუნება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. "თოლიებთან" წაგებული თამაშის შემდეგ ოთხეულისთვის ბრძოლის საკითხი კიდევ უფრო დაიძაბა. "ჩაქუჩებთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც სასიცოცხლოდ აუცილებელია 3 ქულის მოპოვება.
"განაცხადი იგივე იქნება რაც "ბრაიტონთან", შესაძლოა გარნაჩო დაგვიბრუნდეს, თუმცა ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი.
ჩვენ ამ სეზონში როდესაც ვმარცხდებოდით, მალევე ვცდილობდით ძალების აღდგენას. ახლაც იგივეს მოლოდინი მაქვს, მე მჯერა ჩემი გუნდის.
"ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და გადავერთოთ "ვესტ ჰემთან" დაპირისპირებაზე. ფეხბურთელებმა უნდა აიღონ პასუხიმგებლობა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ სეზონი ოთხეულში.",-აცხადებს ჰაგი.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.