"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი თვლის, რომ ახლა არ არის შესაფერისი მომენტი ამ თემაზე სასაუბროდ.
როგორც მოგეხსენებათ "ნეაპოლელებმა" 30 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხეს იტალიის ჩემპიონობა. რასაკვირველია ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ნიგერიელს, რომელსაც ამ სეზონში 22 გოლი დაუგროვდა სერია ა-ში.
სპალეტის გუნდი ამ სეზონში მხოლოდ 3 ჯერ დამარცხდა, მათ აქვთ 16 ქულიანი უპირატესობა მე-2 ადგილოსან "ლაციოსთან". გუშინდელი მატჩის შემდეგ ოსიმენს დაუსვეს კითხვები მის მომავალთ დაკავშირებით, რადგან ვიქტორის მიმართ ინტერესს "იუნაიტედის" გარდა სხვა ევროპული გრანდებიც იჩენენ.
"მე ვარ ძალიან ბედნიერი, რადგან შევძელი გუნდისთვის და ფანებისთვის სიხარულის მინიჭება. მოუთმენლად ველი "ნეაპოლში" დაბრუნებას და ხალხთან ერთად აღნიშვნას.
თავს ვგრძნობ ლიდერად და არასდროს ვნებდები. ჩემი მომავალი? ახლა ვტკბები ამ ისტორიული მომენტით, შესაბამისად მომავალზე სასაუბროდ არ მიმაჩნია სწორი დრო იყოს. სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც ძალიან ბევრს გვთხოვს ყოველთვის, თუმცა ის ყველა ჩვენგანისთვის მამასავითაა.",-აცხადებს ოსიმენი.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.