"მანჩესტერი" 1-0 დამარცხა "ბრაიტონთან". მატჩის პირველი ტაიმი "წითლების" კარნახით მიდიოდა, მათ ჰქონდათ გოლის გატანის რამოდენიმე კარგი შანსიც. თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა, საბოლოოდ კი ლუკ შოუს დაშვებულმა საბედისწერო შეცდომამ დე ძერბის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
"ძალიან მტკივნეულია, ეს იყო ბოლო წუთი და ბოლო მოქმედება. ვერც კი ვხსნი რატომ იყო ჩემი ხელი იქ. მე ვალდებული ვიყავი მსგავსი შეცდომა არ დამეშვა.
ვფიქრობ, კუთხურამდე დანიშნული ჯარიმა არ უნდა დაენიშნა მსაჯს. მე თავს არ ვიმართლებ, თუმცა ფაქტია მსაჯი მიკერძოებული იყო რიგ მომენტებში.
რათქმაუნდა ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია, მე მსაჯს არ ვადანაშაულებ. საბოლოოდ ჩემი დაშვებული შეცდომა გუნდს ქულების დაკარგვად დაუჯდა.",-აცხადებს შოუ.
"იუნაიტედისთვის" ეს დამარცხება ძალიან მტკივნეულია. "ლივერპული" სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს და "მანჩესტერს" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად ტენ ჰაგის შეგირდებს დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური ქულების მოპოვება მართებთ.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.