ინგლისის ჩემპიონატის ოცდამერვე ტურის გადადებულ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრაიტონს" დაუპირისპირდა. შეხვედრის მიმდინარეობა მძიმე და დაძაბული და დრამატული გამოდგა.
"თოლიებმა" მაკალისტერის ზუსტი თერთმეტმეტრიანის წყალობით 97 წუთზე შეძლეს გამარჯვების მოპოვება და ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები შინ უქულოდ გაუშვეს.
"მანჩესტერის" ჰოლანდიელი მენტორი ერიკ ტენ ჰაგი მიიჩნევს, რომ მარცხის მიზეზი საგოლე მომენტების ვერ გამოყენება გახლდათ, განსაკუთრებით მატჩის პირველ ტაიმში.
"საგოლე მომენტების გარდაქმნისას უფრო მკვეთრი უნდა ვყოფილიყავით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. საბოლოოდ ბურთი დავთმეთ, რაც საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა გადავეწყოთ დავიბრუნოთ ჩვენი თამაში და ამას კვირას გავაკეთებთ", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს BBC Sport-ი.
პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.