"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამის შესახებ ლიგის პრესსამსახური იტყობინება. ფერდინანდმა ადგილი დიდების დარბაზში გულშემატკივრების ხმების, ასევე ექსპერტების არჩევანის წყალობით მიიღო.
"წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ფერდინანდი ექვსჯერ გახდა პრემიერ ლიგის ოქროს მედლის მფლობელი, ოთხჯერ დაეუფლა ინგლისის სუპერთასს, ორჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ასევე ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. საერთო ჯამში პრემიერლიგაში რიომ 514 მატჩი ჩაატარა და მოახერხა 11 გოლის გატანა. ფერდინანდს "იუნაიტედის" გარდა უთამაშია "ვესტ ჰემში", "ლიდსში" და "ქუინზ პარკ რეინჯერსში".
შეგახსენებთ, რომ რიო ფერდინანდამდე ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრები გახდნენ: სერ ალექს ფერგიუსონი, ერიკ კანტონა, დევიდ ბექემი, როი კინი, პოლ სქოულზი, პეტერ შმეიხელი და უეინ რუნი.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.