"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მარსელ ზაბიცერი ამაყობს "წითლების" შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობით.
ავსტიელი "იუნაიტედს" იჯარის წესით "ბაიერნიდან" შეუერთდა. იანვარში კრისტიან ერიკსენის მიღებული ტრავმის გამო, გუნდში აუცილებლობა დადგა ნახევარმცველის დამატების. ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად ხემძღვანელობამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ზაბიცერის იჯარის წესით გადმოყვანა ჩათვალა.
ზაბიცერს გერმანიაში სათამაშო დროის დეფიციტი ჰქონდა, "მანჩესტერში" გადმოსვლის შემდეგ აშკარად შეინიშნება მისი მონდომება და პროგრესი. როდესაც მარსელი მოედანზეა, მისი ძალა თვალსაჩინოდ ჩანს.
"მე ბევრი გამოცდილება მივიღე ჩემი კარიერის განმავლობაში, მათ შორის "მიუნხენის ბაიერნშიც". თუმცა აქ ყველაფერი უფრო განსაკუთრებულია. კიდევ უფრო მეტი ადამიანია, ვინც შენზე ზრუნავს. ხალხს სიგიჟებდე უყვარს "იუნაიტედი". შენ შეგიძლია ამის შეგრძნება "ოლდ ტრაფორდზე". მე მსურს მხოლოდ იმის თქმა, რომ მსიამოვნებს და ვამაყობ "მანჩესტერში" ყოფნით.",-აცხადებს ზაბიცერი.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.