თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2023, 19:54
ავტორი: Saka,
ნანახია: 641,
კომენტარები: 3
ტენ ჰაგი "ბრაიტონთან" მატჩის წინ
მატჩისწინა პრესკონფერენცია.
ტენ ჰაგი
ხვალ თბილისის დროით 23:00 "მანჩესტერ იუნაიტედი" გამართავს მატჩს "ბრაიტონის" წინააღმდეგ. მატჩის წინ ერიკმა პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე.

"ბედნიერი ვარ გარნაჩოს კონტრაქტის გახანგრძლივებით, ეს შესანიშნავი სიახლეა. უპირველეს ყოვლისა მას აქვს რაღაც განსაკუთრებული. ის ნიჭერია, მაგრამ ამავდროულად შრომისმოყვარეც. ამ მომენტში, რომ ჩვენ გუნდშია რათქმაუნდა ეს მისი ძლიერი ხასიათის დამსახურებაა. კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ გარნაჩოსგან უფრო მეტი მოლოდი იქნება. მე ვიმედოვნობ, რომ გააგრძელებს ზრდას და გაამართლებს იმედებს. ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ ნდობის გამოცხადება მნიშვნელოვანია, თუმცა ამას დამსახურება სჭირდება. ვფიქრობ მალე დაუბრუნდება მოედანს ალეხანდრო, თუმცა ჯერ ბოლომდე მზად არ არის ამისთვის.

არასდროს ვარ მომხრე სეზონის გადამწყვეტ ნაწილში ვისაუბრო კმაყოფილებაზე, იცით ჩემი დამოკიდებულება ამის შესახებ. წინ ექვსი მატჩი გვაქვს სათამაშო, სადაც გვსურს მაქსიმალური ქულების მოპოვება. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, კარგად მომზადებულები თითოეული მატჩისთვის.

ჩვენ გვსურს ყველა თამაშის მოგება, ისევე როგორც ყველა ტურნირის. ამიტომ არჩევანის გაკეთება რთულია, თუმცა მთავარი მიზანი რათქმაუნდა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და ამ ტურნირზე წარმატების მიღწევაა. გვაქვს იდეალური შანსი ამ სეზონში მეორე ტიტულის მოპოვების, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.

რაფა დაბრუნებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მაკტომინეი. თუმცა იმის თქმა შემიძლია დაზუსტებით, რომ მომდევნო ორ მატჩში ისინი ვერ შეძლებენ გუნდის დახმარებას."
,-აცხადებს ჰაგი.
პრესკონფერენცია
3 კომენტარი
№1
ავტორი: Saka
3 მაი 2023 20:07
  • სიახლეები: 101
  • კომენტარები: 69
რა მაგარი მოტივატორია პროსტა, რა შემართებით ბაზრობს, აი ძმაო ზუსტად ესეთი უნდა იყოს ტრენერი. ძაან მაგარი კაცია ჰაგი და დაიწყო უკვე ისტორიას წერა მანიუსთან ერთად.
1
№2
ავტორი: ikeoni
4 მაი 2023 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
დღეს რთული თამაში გვაქვს მაგრამ უნდა მოვიგოთ ძაან ახლოს არის ცენზურაი ლივერპული... ძაან რთული თამაშები დაგვჩა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2023 19:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან ბევრი ქულა დაიკარგა უკვე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top