თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2023, 20:45
ავტორი: Saka,
ნანახია: 972,
კომენტარები: 10
ფერდინანდს "მანჩესტერის" კაპიტნად ბრუნოს ხილვა სურს
ლეგენდა პორტუგალიელში შესაბამის თვისებებს ხედავს.
ფერდინანდს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი რიო ფერნდინანდი თვლის, რომ მომდევნო სეზონში გუნდის კაპიტნის სამკლაური ბრუნო ფერნანდეშმა უნდა მოირგოს.

რიო აღფრთოვანებულია ბრუნოს თამაშით "ასტონ ვილას" წინააღმდეგ. პორტუგალიელის გოლი საბოლოოდ გუნდისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. "ტოტენჰემთან" ნათამაშები ფრის შემდეგ ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო "წითლებისთვის" როგორც სატურნირო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

ფერნანდეშს გასულ მატჩში სამკლაური ჰარი მაგუაერის არ ყოფნის გამო ეკეთა. ჰარის მომავალი გაურკვეველია და დიდი შანსია მაგუაიერმა "მანჩესტერი" დატოვოს. რიოს აზით ფერნანდეში მზადაა ამ პასუხისმგებლობის ასაღებად.

"ჩვენ დავიმსახურეთ მატჩის მოგება. ბრუნო? უბრალოდ გასაოცარია რასაც ეს ფეხბურთელი აკეთებს. "არსენალში" რომ ეთამაშა შეიძლება "ემირეიტსზე" ძეგლი დაედგათ მისთვის.

გახდება თუ არა ფერნანდეში გუნდის კაპიტანი მომდევნო სეზონში? 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ კი. რაც ბრუნო "იუნაიტედში" გადმოვიდა ძალიან ბევრი მისცა გუნდს. იგი არის დიდებული ფეხბურთელი და ამოვდროულად დაჯილდოვებულია იმ თვისებებით, რომელიც საჭიროა კაპიტნობისთვის."
,-აცხადებს ფერდინანდი.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Saka
2 მაი 2023 20:53
  • სიახლეები: 101
  • კომენტარები: 69
ბრუნო არის გუნდის სული და გული. კაზემიროც კი ბატონო. მაგრამ ფერნანდეში კაზეზე, ერიკსენზე და ნებისმიერზე დიდი ფიგურაა როგორც მოედანზე, ის მის გარეთ. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოთ, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია.
1
№2
ავტორი: ikeoni
2 მაი 2023 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ულაპარაკოდ გახდება მაგაზე ორი აზრი არაა რომც არ წავიდეს მაგუაირი მაინც კაპიტანი უნდა იყოს !!
1
№3
ავტორი: dzia_David
2 მაი 2023 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ბრუნოს მიმართ ზოგჯერ მეც გამჩენია კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ როგორც კი ძირითადიდან არ იწყებს ორ სხვა მანჩესტერს ვხედავთ. ეს ფაქტია, არც მუხტი იგრძნობა გუნდში და არც კრეატივი ამ კაცის გარეშე.
0
№4
ავტორი: dybbuk
2 მაი 2023 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ყველაზე მეტად თუ ვინმე იმსახურებდა კაპიტნობას ამ გუნდში ჩემი აზრით ეს დეხეაა, სანამ ჰარის გადასცემდნენ სამკლაურს მაშინ უნდა გამხდარიყო დავიდი კაპიტანი მაგრამ არც ახლაა გვიანი, არ უხდება მანიუს კაპიტანს ბრუნოსავით სულ წუწუნი და მინდორზე კოტრიალი, დაჟე სანჩომაც უთხრა ახლა ბოლო თამაშზე მორჩი ტირილსო
1
№5
ავტორი: dzia_David
2 მაი 2023 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: dybbuk
ყველაზე მეტად თუ ვინმე იმსახურებდა კაპიტნობას ამ გუნდში ჩემი აზრით ეს დეხეაა, სანამ ჰარის გადასცემდნენ სამკლაურს მაშინ უნდა გამხდარიყო დავიდი კაპიტანი მაგრამ არც ახლაა გვიანი, არ უხდება მანიუს კაპიტანს ბრუნოსავით სულ წუწუნი და მინდორზე კოტრიალი, დაჟე სანჩომაც უთხრა ახლა ბოლო თამაშზე მორჩი ტირილსო


გეთანხმები, დე ხეა დიდი ხანია ყველაზე მეტად იმსახურებდა სამკლაურს. სულ მიკვირდა რატო არ განიხილავდა არცერთი მწვრთნელი მაგის კანდიდატურას, მგონი საქმე ხასიათშია. დობრი წყნარი ტიპი ჩანს, სავარაუდოდ გასახდელშიც მოთამაშეებზე ნაკლები გავლენით. მარა მამენტ ჰარი რო კაპიტანი იქნება იქ რა ჩემ ფილ ჯონსზეა საერთოდ ლაპარაკი.
0
№6
ავტორი: dybbuk
2 მაი 2023 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ციტატა: dzia_David
ციტატა: dybbuk
ყველაზე მეტად თუ ვინმე იმსახურებდა კაპიტნობას ამ გუნდში ჩემი აზრით ეს დეხეაა, სანამ ჰარის გადასცემდნენ სამკლაურს მაშინ უნდა გამხდარიყო დავიდი კაპიტანი მაგრამ არც ახლაა გვიანი, არ უხდება მანიუს კაპიტანს ბრუნოსავით სულ წუწუნი და მინდორზე კოტრიალი, დაჟე სანჩომაც უთხრა ახლა ბოლო თამაშზე მორჩი ტირილსო


გეთანხმები, დე ხეა დიდი ხანია ყველაზე მეტად იმსახურებდა სამკლაურს. სულ მიკვირდა რატო არ განიხილავდა არცერთი მწვრთნელი მაგის კანდიდატურას, მგონი საქმე ხასიათშია. დობრი წყნარი ტიპი ჩანს, სავარაუდოდ გასახდელშიც მოთამაშეებზე ნაკლები გავლენით. მარა მამენტ ჰარი რო კაპიტანი იქნება იქ რა ჩემ ფილ ჯონსზეა საერთოდ ლაპარაკი.

რატომ? ბევრჯერ მინახავს დეხეა გაბრაზებულიც და ხმაურიანიც. მაგრამ ამ გუნდში იმდენი აბსურდი ხდება რომ გასაკვირიც უკვე აღარაფერია, იგივე შენს მიერ ნახსენები ჯონსი რომ ავიღოთ, მისი გუნდში ყოფნის ფენომენს ვერ ამოხსნის ვერავინ კიდევ უამრავი წელი:))
0
№7
ავტორი: Mishiko82
3 მაი 2023 09:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
ბრუნოს კაპიტნობა ნამდვილად ეკუთვნის.
0
№8
ავტორი: Methadon
3 მაი 2023 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
პრინციპში უკვე ბრუნოა კაპიტანი წლებია, მაშინაც კი როცა კაპიტნის სამკლაური ჰარის უკეთია და ეგ ყველაზე კარგად ბრუნომ იცის. შემდეგი სეზონიდან უკვე ოფიციალური იქნება ეგ ყველაფერი.
0
№9
ავტორი: levionok
4 მაი 2023 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
საუკეთესო არჩევანია რათქმაუნდა ბრუნო და არა ვინმე სხვა,მაგუაიერის მაგივრად დე ხეაზე შეიძლებოდა მაგრამ ძალიან ბევრ მწვრთნელა ჭირდება კაპიტნად მოედნის მოთამაშე ეს ერთი და მეორე ჩვენ არ ვიცით რა ხდება გასახდელში თორემ არავის პირადი მოტივები არ ექნება დეხეასთან დაწმუნებული ვარ
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2023 20:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ეკუთვნის კიდეც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top