თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2023, 18:21
ავტორი: Saka,
ნანახია: 752,
კომენტარები: 5
პარკერი დიალოს შესახებ
"მანჩესტერის" ყოფილი მცველი ამადს აფასებს.
პარკერი დიალოს შესახებ
პოლ პარკერის აზრით დიალო "მანჩესტერში" თამაშისთვის ჯერ მზად არ არის. იგი პარალელელს ავლებს ანტონისთან, რომელიც მისი აზრით იუთუბზე გაცილებით უკეთესი ჩანდა.

20 წლის ფეხბურთელი შთამბეჭდავ სეზონს ატარებს "სანდერლენდის" შემადგენლობაში. 39 მატჩში დიალოს ანგარიშზე 12 გოლო და 4 საგოლე გადაცემაა. ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ჰაგს აქვს გეგმები ამადდთან დაკავშირებით და სურს მისი გუნდში დაბრუნება.

"არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დიალოს შესწევს "იუნაიტედში" თამაშის ძალა. "სანდერლენდს" კარგი პერიოდი უდგას, გუნდი მაღალ დონეზე თამაშობს. მე ვნახე დიალოს რამდენიმე მატჩი, სადაც არ დაუტოვია ცუდი შთაბეჭდილება, თუმცა ჯერ არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული მის შესაძლებლობებში. ჩემი აზრით, ამადისთვის იჯარით თამაში უკეთესი იქნება ჯერჯერობით.

ისინი ვინც ამბობენ, რომ სოციალური მედიის მეშვეობით აფასებენ დიალოს თამაშს. მინდა ვუთხრა მსგავსი კატეგორიის ხალხს, რომ ანტონი იუთუბზე საოცარი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იუთუბი არ არის ფეხბურთი, შესაბამისად აქ ნაჩვენები ვიდეოებით არ შეიძლება მოთამაშის შეფასება. ბრაზილიელი უკეთესი მოთამაშეა ამჟამად, თუმცა შესაძლებელია ოდესმე დიალომაც შეძლოს რაღაცის გაკეთა "მანჩესტერისთვის".
,-აცხადებს პარკერი.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Saka
2 მაი 2023 18:37
  • სიახლეები: 101
  • კომენტარები: 69
ანტონისთვის პირველი სეზონია პრემიერ ლიგაში, ესეც სათქმელია. იქეთ სეზონში მაგრად მგონია რო ხოდზე იქნება, უსაზღვრო პოტენციალი აქვს ტიპს. აი დიალოს რაც შეეხება, ჩემპიონშიპში მაღალ დონეზე თამაში არაფრის მანიშნებელია, სულ სხვაა მანიუს მოთხოვნილენები და სანდერლენდის. ვეთანხმენი რაღაც პონტში პარკერს.
0
№2
ავტორი: ikeoni
2 მაი 2023 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: Saka
ანტონისთვის პირველი სეზონია პრემიერ ლიგაში, ესეც სათქმელია. იქეთ სეზონში მაგრად მგონია რო ხოდზე იქნება, უსაზღვრო პოტენციალი აქვს ტიპს. აი დიალოს რაც შეეხება, ჩემპიონშიპში მაღალ დონეზე თამაში არაფრის მანიშნებელია, სულ სხვაა მანიუს მოთხოვნილენები და სანდერლენდის. ვეთანხმენი რაღაც პონტში პარკერს.

Რა თქმა უნდა !
0
№3
ავტორი: dzia_David
2 მაი 2023 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ანტონის მიმართ საერთოდ კრიტიკა კი ცოტა გადამეტებული მეჩვენება ზოგჯერ მარა ძნელია არ დაეთანხმო ა

დიალო პატარა უილ სმიტია :დდ
0
№4
ავტორი: Kate
3 მაი 2023 06:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ანტონისგან არაფერი გამოვა. ერთ წელსაც აცლიან და და საიდანაც მოსულა იქ წავა. დიალოზე ჯერ ძნელია თქმა, შანსი არ მოუციათ რეალურად. პოლ პარკერს რაც შეეხება წლების განმავლობაში ათასი სისულელე აქვს ნათქვამი
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2023 20:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
შანსი მაინც უნდა მიეცეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top