"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს ბრძოლას ჯეიმს მედისონისთვის.
არსებობს დიდი შანსი იმის, რომ მედისონმა დატოვოს "მელიების" რიგები. როგორც მოგეხსენებათ "ლესტერი" ამ სეზონში არ არის კარგ ფორმაში, გუნდი იბრძვის პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.
Telegraph-ის ინფორმაცით, ინგლისელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი" და "ნიუკასლი" იჩენენ. მედისონის სატრანსფერო ფასი 45 დან 60 მილიონ ფუნტამდე მერყეობს. ჯეიმსს "ლესტერთან" მოქმედი კონტრაქტი ერთ წელში ეწურება.
მედისონი "ლესტერისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურაა. მიმდინარე სეზონში 27 მატჩში მის ანგარიშზე 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ჯეიმსი ბავშვობაში "მანჩესტერის" ფანი გახლდათ, თავის კერპად იგი დევიდ ბექემს ასახელებს. შესაბამისად "წითლებისთვის" ეს უპირატესობას წარმოადგენს.
ტრანსფერები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.