შმეიხელის აზრით, დავიდ დე ხეას კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
"ლესტერის" ყოფილი მეკარე და პრემიერ ლიგის გამარჯვებული ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს ასპარეობას, კერძოდ კი "ნიცაში".
ესპანელი 12 წელია "მანჩესტერის" შეუცვლელი მეკარეა, ამ ზაფხულს მას გუნდთან კონტრაქტი ეწურება. "წითლებს" სურთ დავიდს ხელფასი შეუმცირდეს და ამის შემდეგ შეძლებს კონტრაქტის გახანგრძლივებას. შმეიხელი თვლის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დავიდის შესანარჩუნებლად.
"მე ვფიქრობ, "იუნაიტედს" შესანიშნავი მეკარე ჰყავს დე ხეას სახით. წარმოუდგენელია, ის ამდენი წლის განმავლობაში სტაბილურად ასპარეზობს და დღემდე აგრძელებს ამის გაკეთებას.
"მანჩესტერის" დონის გუნდში როდესაც ხარ პირველი მეკარე ამდენი ხნის განმავლობაში ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც დაფასებას და პატივის ცემას იმსახურებს. სეზონის დასრულებისას ყველა ბერკეტი უნდა აამოქმედოს გუნდის ხემძღვანელობამ დე ხეას "ოლდ ტრაფორდზე" დასარჩენად.
"წითლები" ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას, ფიქრობენ დე ხეას შეცვლის ვარიანტებზეც. თუმცა მათ უკვე ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, რომელსაც სურს გუნდში დარჩენა. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ შეთანხმება მიიღწეული იქნება დე ხეას და "იუნაიტედს" შორის.",-აცხადებს შმეიხელი.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.