კაზემირომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გასულ უქმეებზე "ასტონ ვილას" წინააღმდეგ. ბრაზილიელს დიდი დრო გაუცდა დისკვალიფიკაციების გამო. თუმცა, იგი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ სათამაშო ფორმას. "იუნაიტედის" ნახევარმცველი კარგი იყო მთელი მატჩის განმავლობაში. მან ბრწყინვალე სამუშაო გასწია მოედნის ცენტრში და გოლიც გატანაც შეეძლო, სამწუხაროდ მისი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა.
"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა არ დაიშურა ბრაზილიელის მისამართით საქებარი სიტყვები და მას გუნდის ლიდერი უწოდა:
"ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია მთელი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება. დისკვალიფიკაციებმა, გარკვეულმა მატჩებმა შესაძლოა რიტმიდან ამოვარდნა გამოიწვიოს, თუმცა აუცილებელია პროგრესი და ძველ დონეზე დაბრუნება.
დღეს, ჩვენ ვნახეთ კაზემიროს ის თამაში რასაც მთელი სეზონის განმავლობაში მიგვაჩვია. იგი ძალიან ბევრს აძლევს გუნდს. მისი მოქმედება მოედანზე უმაღლესი კლასია. კაზემიროს თვითკონტროლი, ლიდერის თვისებები და ორგანიზება საოცარია. დანარჩენი ფეხბურთელებისთვის ბრაზილიელი სამაგალითოა". - აღნიშნა ნიდერლანდელმა.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.