გავრცელებული ინფორმაციით "მანჩესტერი" აშრაფ ჰაკიმისთვის ბრძოლაში ლიდერია და მზად არის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 26 წლის ფეხბურთელი შეიძინოს.
Football Insider-ის ცნობით, "პსჟ" მზადაა შემოთავაზებების განსახილველად. აქვე ნათქვამია, რომ "ჩელსიც" დაინტერესებულია მარჯვენა მცველით. "იუნაიტედი" უკეთეს მდგომარეობაშია, თუმცა ლონდონელები ფინანსური ფაკეტის ამოქმედებისთვის მუშაობენ, რომელიც შესაძლოა პარიზელებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდეს.
მაროკოელის სატრანსფერო ფასი ამჟამად 60 მილიონი ფუნტია. "მანჩესტერი" ზაფხულში ბიუჯეტის მომზადების შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას აშრაფთან დაკავშირებით. "ჩელსის" გარდა სხვა ევროპული კლუბებიც გამოხატავენ ინტერესს, უპირველესი პრიორიტეტი კი ჰაკიმისთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობაა.
აშრაფი "პსჟ"-ს "ინტერიდან" შეუერთდა 2021 წელს. იგი წარმატებულად ასპარეზობს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. გასული წელს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოსთან ერთად ნახევარფინალი ითამაშა.
ტრანსფერები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.