"მანჩესტერ იუნაიტედმა" 1-0 დაამარცხა "ასტონ ვილა", გოლის გატანა კი ბრუნო ფერნანდეშმა შეძლო. "წითლები" უპირეტესობას ფლობდნენ და აკონტროლებდნენ თამაშს. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა შეაფასა გუნდის ასპარეზობა.
"ძალიან ბედნიერი ვარ როგორც 3 ქულით, ისე გუნდის თამაშით. ეს ძალიან შთამბეჭდავია იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო ათ მატჩში მინიმუნ ერთი გოლის გატანას ახერხებდა. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, შევქმენით სახიფათო მომენტები, რომელიც ბოლოს ბრუნომ გოლად აქცია. ასევე კარგი შანსები ჰქონდათ ზაბიცერს და რეშფორდს.
მთავარი არის ხასიათი და მენტალიტეტი. პირველ ტაიმში ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მეორე ტაიმში კი გამოვავლინეთ ხასიათი და სიმტკიცე, რაც საბოლოოდ დაგვეხმარა გამარჯვებაში.
ლინდელოფმა ბრწყინვალედ ითამაშა დღეს, ისევე როგორც ლუკ შოუმ. ისინი კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მინდა ნახევარდაცვის ხაზიც შევაქო, მათ ბევრი იმუშავეს როგორც შეტევაში ისე დაცვაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთლიანი გუნდი იყო მოწოდების სიმაღლეზე დღევანდელ მატჩში, რაც არის წარმატების მთავარი გარანტი.
ეს იყო კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ბრუნოსგან. მისი თამაში მარჯვნიდან ტაქტიკის ნაწილი იყო. მან იდეალურად შეასრულა ყველაფერი რაც ევალებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა გეგმამ კარგად იმუშავა.
ბრუნომ კარგად იცის რა დროს წავიდეს უკან, რა დროს ითამაშოს პრესინგი, რა დროს გადავიდეს შეტევაში, ასევე იდეალურად გამოსდის თამაშის წაკითხვა, პასების სწორად გადანაწილება. მას ბევრი სათამაშო უნარი გააჩნია, შესაბამისად სასიამოვნოა ფერნანდეშის დონის ფეხბურთელთან მუშაობა.
ნამდვილად ვგრძნობდით გულშემატკივრების მხარდაჭერას. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში გვიდგანან, შესაბამისად ვალდებულები ვართ, რომ ვიყოთ წარმატებულები, რადგან გავახაროთ. ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს შორის მართლაც დიდი კავშირია.",-აცხადებს ჰაგი.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.