"ტოტენჰენთან" მძიმე თამაშის შემდეგ ტენ ჰაგის შეგირდები "ასტონ ვილასთან" ეცდებიან ხასიათის გამოკეთებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ უნაი ემერის გუნდი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება ბოლო პერიოდში. "ასტონ ვილა" ბოლოს 24-ტურში დამარცხდა "არსენალთან", ხოლო ბოლო 5 მატჩში 4 მოგება და 1 ფრე აქვს ნათამაშები.
"ლომები" ევროტურნირებისთვის ბრძოლაში არიან ჩართულები, რადგანაც ისინი პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილს იკავებენ. "მანჩესტერი" კი ყველანაირად ეცდება ოთხეულში ადგილის გამყარებას, ასე, რომ დაძაბული და საინტერესო მატჩის მოლოდინი არსებობს.
"იუნაიტედსა" და "ასტონ ვილას" შორის მატჩი დღეს თბილისის დროით 17:00 გაიმართება "ოლდ ტრაფორდზე".
"მანჩესტერის" სავარაუდო შემადგენლობა კი ასეთია:დე ხეა, ბისაკა, ლინდელოფი, შოუ, დალო, კაზემირო, ერნანდეში, ერიკსენი, ანტონი, რეშფორდი, სანჩო.
სხვა
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.