დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩი გაიმართება, "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო პერიოდში მოძლიერებულ "ასტონ ვილას" "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა თავდამსხმელის საჭიროებაზე ისაუბრა:
"არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ცენტრფორვარდის პრობლემა გვქონდა. თავდაპირველად კრიშტიანუ რონალდუ წავიდა კლუბიდან, მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმები აწუხებს ენტონი მარსიალს, პრობლემები ჰქონდა სანჩოს. ასე რომ მთელი სეზონის მიმდინარეობისას ვუჩივოდით ფორვარდის ნაკლებობას. ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი შემტევი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ და გააუმჯობესონ გუნდის ხარისხი". - განაცხადა ნიდერლანდელმა.
ჰარი კეინს დიდი ხანია უკავშირებენ "იუნაიტედს". იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "ტოტენჰემმა" კვლავ ვერ მოახერხა ტიტულის მოპოვება და სავარაუდოდ ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს, კეინის მომავალი "ტოტენჰემში" ბურუსით არის მოცული. ჰარის კონტრაქტი "ტოტენჰემთან" მომავალ ზაფხულს იწურება, მან უკვე მოასწრო კლუბის საუკეთესო გოლეადორის სტატუსის მოპოვება. პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე კი მის წინ მხოლოდ უეინ რუნი და ალან შირერი იმყოფებიან. კეინის ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით ყველა დროის ბომბარდირობა მხოლოდ დროის ამბავი სჩანს.
მიმდინარე სეზონში ჰარიმ მეტოქის კარის ბადე 24 ჯერ შეარხია, ხოლო თანაგუნდელებს 3 ჯერ უპასა საგოლედ. იმედია "იუნაიტედის" ახალი მფლობელები ფინანსურად მხარს დაუჭერენ ერიკ ტენ ჰაგის ინიციატივას.
ტრანსფერები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.