"აიაქსის" ცენტრალურ მცველს იურიენ ტიმბერს "იუნაიტედის" ინტერესი ახარებს. გასულ ზაფხულს "წითლები" აქტიურად მუშაობდნენ მის ტრანსფერზე, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული კვლავ აქტუალური გახდეს ეს საკითხი.
საბოლოოდ "მანჩესტერმა" ლისანდრი მარტინესი შეიძინა და შესაბამისად ტიმბერის ტრანსფერი ჩაიშალა. თუმცა ჰოლანდიელ ფეხბურთელს კვლავ სურს ინგლისში გადაბარგება.
21 წლის ფეხბურთელს ცენტრალურ და მარჯვენა მცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში. იგი იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოს "აიაქსის" დატოვება შეეძლება.
ტიმბერმა ცოტა ხნის წინ განიხილა თავისი მომავალი Telegraaf-თან და აღიარა, რომ ზაფხულში შესაძლებელია სხვა გუნდში გადავიდეს.
"ტრანსფერი სულ უფრო და უფრო ახლოვდება. ბევრი ინტერესია ჩემს მიმართ. გასულ წელს "აიაქსთან" კონტრაქტის გაგრძელება მომიწია ერთი წლით.
სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენ განვიხილავთ სიტუაციას. ჰოლანდიის ნაკრებში ხშირად ვესაუბრები მეგობრებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში ასპარეზობენ. ოდესმე მეც მსურს ამ ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ეს მოხდება თქვენ აუცილებლად გაიგებთ.",-აცხადებს ტიმბერი.
ტრანსფერები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.