"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამირ იბრაგიმოვმა პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა კერინტგტონზე.
ამირს ამ თვეში შეუსრულდა 15 წელი. მან პოსტი გააზიარა სოციალურ ქსელში, რომელშიც ნათქვამია, რომ მიიღო მონაწილობა პირველ გუნდთან ვარჯიშში. სანდრი წყაროებმა დაადუსტერეს ეს ინფორმაცია Manchester Evening News-თან.
15 წლის ასაკის ფეხბურთელისთვის ეს რათქმაუნდა უჩვეულოა, თუმცა იბრაგიმოვი აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და პერპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.
იბრაგიმოვი რუსეთში დაიბადა. თავდაპირველად "შეფილდ იუნაიტედის" აკადემიაში ჩაირიცხა, როდესაც მისი მშობლები ინგლისში გადავიდნენ საცხოვრებლად. მას შემდეგ ნახევარმცველი "იუნაიტედის" 14 წლამდელთა და 15 წლამდელთა გუნდის წევრი გახდა, ამირმა აგრეთვე 5 მატჩი ჩაატარა 18 წლამდელთა გუნდში.
გასულ ზაფხულს დიდი კითხვები იყო მის მომავალთან დაკავშირებით. "მანჩესტერში" კი კარგად იციან მისი პერსპექტივის შესახებ. შესაბამისად აგვისტოში მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა გუნდმა.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.