"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერს ჯეიდონ სანჩოს გუნდის დატოვება და "დორტმუნდში" იჯარის წესით გადასვლა სურს. იგი არ არის კმაყოფილი თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით.
სანჩოს სათამაშო წუთების დეფიციტი აქვს მას შემდეგ, რაც "იუნაიტედს" შეურთდა 2021 წელს. გერმანული გამოცემა Suddeutsche Zeitung იტყობინება, რომ მას ძალიან ხიბლავს ყოფილ გუნდში გადასვლის შესაძლებლობა.
ჯეიდონმა ოთხი წელი ითამაშა "ბორუსიას" შემადგენლობაში. ინგლისელი ფეხბურთელი გერმანიაში შესანიშნავად ასპარეზობდა. მან ყველა ტურნირზე 137 მატჩში 50 გოლის გატანა შეძლო. ხოლო ბუნდესლიგაში 2019-20 წლის სეზონში სანჩოს ანგარიშზე 17 გოლი და 16 საგოლე გადაცემა გახლდათ, რაც ძალიან შთამბეჭდავია.
23 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა, მათგან 16-ში მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. სანჩომ შეძლო რამდენიმე მაღალი დონის თამაშის ჩატარება, თუნდაც ცოტა ხნის "ტოტენჰემთან". თუმცა სტაბილურად ვერ ახერხებს ამის გაკეთებას. გარემარბს კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, მაგრამ "იუნაიტედს" აქვს შესაძლებლობა მისი გაგრძელების 1 წლით.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.