"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი ტამის მიწურულს რეშფორდის და სანჩოს გოლებით 2-0 ამარცხდებდა "ტოტენჰემს". თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა, პედრო მოროს და სონის გატანილი გოლების წყალობით მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.
დალომ შეხვედრა მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა ბისაკას მოედნიდან გასვლის შემდეგ დაუბრუნდა საკუთარ პოზიციას. პორტუგალიელმა აღიარა, რომ "წითლებს" მეორე ტაიმში უკეთესი თამაში მართებდათ.
ძალიან სამწუხაროა საბოლოოდ დამდგარი შედეგი. ჩვენ უპრობლემოდ შეგვეძლო ამ მატჩის მოგება და 3 ქულის მოპოვება. პირველ ტაიმს მთლიანად ვაკონტროლებდით, გატანილი გოლების შემდეგაც შეგვეძლო უპირატესობის გაზრდა, თუმცა მეორე ტაიმში მოდუნების და დაშვებული შეცდომების გამო დაკარგა ქულები გუნდმა.
მთავარია დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლოთ და გავუმჯობესდეთ. ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი მიზანი ყურადღებით თამაში და კონცენტრაციის მოხდენა თითოეულ მომენტზე.
გვყავს პროფესიონალი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ გადამწვეტი როლი შეიტანონ გუნდის წარმატებაში. ჩვენ ყველა ტურნირზე მაქსიმუმის გაკეთება გვსურს. მიზანი სეზონის ოთხეულში დასრულება და კიდევ ერთი ტიტულის მოგებაა.",-აცხადებს დალო.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.