გავლენიანი ტაბლოიდები The Telegraph და ESPN იუწყებიან, რომ დღეს ყატარული საინვესტიციო ფონდი შეიხ ჯასემის ხელმძღვანელობით "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძენად, რიგით მესამე და საბოლოო შეთავაზებას გააკეთებს.
შეიხი დარწმუნებულია წარმატებაში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა ცნობა იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ მფლობელებს, გლეიზერების ოჯახს კლუბის სათავეში დარჩენა სურთ.
თუ გლეიზერების ოჯახი შეიხის შეთავაზებას "მწვანე შუქს" აუნთებს, ყატარელებს ერთადერთი წინააღმდეგობა დარჩებათ დასაძლევი, პრემიერლიგის კლუბების საბჭოს სახით.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედის" შეძენას შეიხ ჯასემისთან ერთად ასევე ცდილობს, ბრიტანელი მილიარდელი სერ ჯონ რედკლიფი. გლეიზერებს კლუბში დაახლოებით 6 მილიარდი ფუნტის მიღება სურთ.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.