"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მცველი რიო ფერდინანდი "სიტის" ამჟამინდელ ფორმაზე საუბრობს. მისი აზრით ფერგიუსონის ფორმაციის მანიუ პეპის შეგირდებს ანგარიშით 3-1 დაამარცხებდა.
"სიტი" ამ სეზონშიც შესანიშნავად გამოიყურება, "არსენალის" დამარცხებით მათ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს პრემიერ ლიგის ტიტულის დასაუფლებლად. "ლურჯებს" კიდევ ორი თასის მოგების შანსი აქვთ, შესაბამისად ტრებლის დადებისაც.
ფერდინანდი კი ამტკიცებს იმას, რომ 2008 წლის ფორმაციის "იუნაიტედი" სადაც რონალდო, რუნი და სხვა დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ, შეძლებდნენ "სიტის" დამარცხებას.
"ძალიან მძიმე მატჩი იქნებოდა. ზოგადად გვარდიოლას გუნდებთან დაპირისპირება ყოველთვის რთულია, რადგან პეპის "ბარსელონასთან" ორივე ფინალში თითქმის უშანსოდ დავმარცხდით. "სიტის" ჰყავს დე ბრუინი, ჰოლანდი და სხვა დიდებული ფეხბურთელები, თუმცა ამისდამიუხედავად მე მჯერა ჩვენ შევძლებდით მათ დამარცხებას ანგარიშით 3-1.
დიდებული დაპირისპირება გველის ასოციაციის თასის ფინალში. "სიტის" დამარცხება ძალიან რთული იქნება, მათთან წამიერი მოდუნებაც კი შეიძლება დამღუპველი იყოს. აქედან გამომდინარე მაქსიმუმის გაღება მართებთ "წითელ ეშმაკებს".,-აცხადებს ფერდინანდი.
2008 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა, თუმცა ვერ შეძლო ასოციაციის თასის მოგება, რადგან მეოთხედფინალში "ფორტსუმუთთან" დამარცხდა. მაგრამ "წითლებმა" ამის გაკეთება 1999 წელს შეძლეს. "იუნაიტედი" ერთადერთი გუნდია ინგლისის მაშტაბით, რომელმაც მოახერხა ტრებლის მოგება.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.