"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა გუშინ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მატჩის მოკლე შეფასება გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ერიკ ტენ ჰაგის თერთმეტეული ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა, შეხვედრა "წითელი ეშმაკების" დომინაციით მიმდინარეობდა რომელიც ანგარიშშიც აისახა 2-0, თუმცა მათ აღნიშნული სხვაობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
"როდესაც მატჩს 2-0 იგებ და თითქოს თავ კომფორტულად გრძნობ, შესაძლოა ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს. ჩვენ ვერ შევძელით თამაშის ისე გაკონტროლება, რომ მეტოქის მოქმედებები ბოლომდე გაგვეთვალა.
პირველი გოლი იყო მნიშვნელოვანი რომლის გატანის შემდეგაც მათ წარმატების შესაძლებლობა ირწმუნეს, რის შემდეგაც მეორე გოლიც გავუშვით.
წინ კიდევ რამდენიმე თამაში გველის, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და გვჯეროდეს საკუთარი თავის", - ციტირებს ერიქსენის სიტყვებს BT Sport.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.