ასოციაციის თასის ნახევარფინალში "ბრაიტონის" დამარცხების შემდეგ ჰაგის გუნდი ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.
"სევილიასთან" მტკივნეული მარცხის შემდეგ "წითლებმა" ხასიათი გამოიკეთეს "თოლების" დამარცხებით და გარკვეულწილად დადებითი მუხტიც მიიღეს ფინალში გასვლით.
"დეზების" ამჟამინდელი მდგომარეობა კი არც თუ ისე სახარბიელოა. "ნიუკასლთან" 6-1 განადგურების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი მეისონმა დაიკავა. ორივე გუნდი ოთხეულისთვის იბრძვის, შესაბამისად ამ მატჩის მნიშველობა ძალიან დიდია. გუნდების უკანასკნელ 4 დაპირისპირებას თუ გადავხედავთ და ბოლო დროინდელ შედეგებს ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია".
მატჩი თბილისის დროით 23:15 გაიმართება "ტოტენჰემ ჰოტსპურ არენაზე".
"მანჩესტერის" სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება:დე ხეა, დალო, შოუ, ბისაკა, ზაბიცერი, კაზემირო, ერიკსენი, რეშფორდი, ანტონი, მარსიალი.