სიახლე რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს მატჩის წინ აუცილებლად გაახარებს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდის ერთ ერთი წამყვანი ფიგურა ბრუნო ფერნანდეში გუნდთან ერთად იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის მომდევნო ტურის მატჩში "წითელი ეშმაკები" საქმეს "ტოტენჰემთან" გაარკვევენ, როგორც ჩანს წინა მატჩში მიღებული მცირე დაზიანების შემდეგ "მაგნიფიკომ" გამოჯანმრთელება მოასწრო.- ამის შესახებ Daily Mirror იტყობინება.
გაითვალისწინეთ, რომ ბრუნოს არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია ტრავმის გამო 2020 წლის შემდეგ.
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ფერნანდეშმა ხუთი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა ჩაიწერა პირად აქტივში.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.