"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ამად დიალო, რომელიც წლევანდელ სეზონს "სანდერლენდის" მაისურით ატარებს, კლუბის ქომაგებმა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთლად დაასახელეს.
ახალგაზრდა კოტ-დ'ივუარიელის ანგარიშზე, 35 ჩატარებულ მატჩში 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ამად დიალომ ამ სეზონში, ჩემპიონშიპის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც დაისაკუთრა. "სანდერლენდი" ჩემპიონშიპის მეექვსე საფეხურზე იმყოფება და ინარჩუნებს შანსს, პლეიოფის გზით აღზევდეს პრემიერლიგაში. უმაღლეს ლიგას უკვე შეუერთდა "ბარნლი" და " შეფილდ იუნაიტედი".
შეგახსენებთ, რომ ამად დიალო "იუნაიტედს" 2021 წელს ბერგამოს "ატალანტადან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დიალო წინა სეზონში განათხოვრებული იყო გლაზგოს "რეინჯერსში", სადაც 10 თამაშში 3 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.