თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2023, 20:46
ავტორი: Saka,
ნანახია: 827,
კომენტარები: 6
"მანჩესტერის" გეგმა კეინის შესაჩერებლად
"ბოსმა" ამის შესახებ ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ გუნდს აქვს სპეციალური გეგმა შემუშავებული, რათა შეძლოს კეინთან გამკლავება ხვალინდელ მატჩში, რომელიც "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გაიმართება.

"წითლებმა" გასული წლის ოქტომბერში 2-0 მოიგეს "დეზებთან". სადაც ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ითამაშეს და დაჯაბნეს მეტოქე, ჰარის კი თითქმის არ ჰქონია გოლის გატანის შანსები აღნიშნულ დაპირისპირებაში.

"სავსებით ნათელია, რომ კეინის გავლენა "ტოტენჰემის" თამაშზე ძალიან დიდია. ჩვენ გვაქვს გეგმა. გასულ წელს "ოლტ ტრაფორდზე" ამოცანას წარმატებით გავუმკლავდით, იგივეს შევეცდებით ხვალაც. ჰარი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელსაც ხელსაყრელ სიტუაცუებში შეუძლია მატჩში გარდატეხის შეტენა.

"სევილიასთან" მარცხი ძალიან მტკივნეული იყო, რომელიც წარსულში დარჩა. მაგალითისთვის "მადრიდის რეალის" წაგება შემიძლია მოვიყვანო, მათ ძალიან არასასიამოვნო მარცხი განიცადეს "ჟირონასთან". მე ეს არ მიკვირს, რადგან ფეხბურთი ზუსტად ამითაა განსაკუთრებული. არსებობს რთული პერიოდები, მთავარია მალე გადალახო და თითოეული დაშვებული შეცდომა შენთვის გაკვეთილად იქცეს.

დარწმუნებული ვარ, იმაში, რომ ჩვენი ფეხბურთელები მზად არიან ხვალინდელი მატჩისთვის. "ტოტენჰემი" კარგი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, თუმცა გვწამს ჩვენი ძალის და მთლიანად ვართ ორიენტირებულნი ამ შეხვედრაზე."
,-აცხადებს ჰაგი.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Saka
26 აპრილი 2023 21:07
  • სიახლეები: 101
  • კომენტარები: 69
ცუდია, რომ ამდენი წელი შეალია ამ უამბიციო გუნდს კეინმა. ჰაგის ნასაუბრებიდან ჩანს, რომ ძაან სურს ეს ტრანსფერი შედგეს.
0
№2
ავტორი: ikeoni
26 აპრილი 2023 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Ხვალ მოსაგები თამაშია მიუხედავად სირთულისა ..იმედია ბრუნო იქნება
0
№3
ავტორი: dzia_David
26 აპრილი 2023 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ნიუკალსმა რა გადაურბინაა ისე 20 წუთში. ძაან მესიმპატიურება ეგ გუნდი და ოთხეულისთვის თუ ვინმე იჭიდავებს მგონია რო ზუსტად ჩვენ ვიქნებით. ნიუკასლი გადის უეჭველი წელს ლიგაზე. მაგარი ჭკვიანური სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ ეგენი კიდე მოძლიერდებიან ამ ზაფხულს კაი ტრანსფერებით და შემდეგ წელს იქნება ბაბანიი პრემიერ ლიგაში. ამ ჩელსს ისეთი ბაზა აქვს ერთი კაი ტრენერი კაი პალასაზე და არ იქნებიან მარტივი გასაჩერებლები. ლივერპულს და კლოპს წელს ისეთი ჩავარდნა ქონდათ შევლენ ეგენიც ისევ ფორმაში. არსენალი სიტი იმედია უფრო მოძლიერებული მანჩესტერი + ამათ ნიუკასლი ტოტენჰემი. პროსტა უნდა დაჯდე და ისიამოვნო. ისე საუთჰემპტონის და ვესტ ჰემის შემდეგ მეთოფეების საჩემპიონო ოცნებები რო დასრულებული იყო კი ვიცოდი მარა ახლა საბოლოოდ დაუსამარეს. არადა ვბალეშიკობდი წელს მაგათ გაჩემპიონებას.
0
№4
ავტორი: PaLoMo
27 აპრილი 2023 02:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dzia_David

ნუ სადაც ლესტერი გახდა ჩემპიონი არაფერია გასაკვირი ნიუკასლისგან თუმცა მე მაინც სხვა თემა მგონია მანდ ნიუკასლი გავა აუცილებლად ლიგაზე და მერე დაიხარჯება მილიონები იქ გუნდის ასაწყობად თირე ალმირონით და ლონგსტაფით დაკავებული მე3-4 ადგილი არ გაიშვა არსად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: dzia_David
27 აპრილი 2023 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: PaLoMo
ციტატა: dzia_David
ნიუკალსმა რა გადაურბინაა ისე 20 წუთში. ძაან მესიმპატიურება ეგ გუნდი და ოთხეულისთვის თუ ვინმე იჭიდავებს მგონია რო ზუსტად ჩვენ ვიქნებით. ნიუკასლი გადის უეჭველი წელს ლიგაზე. მაგარი ჭკვიანური სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ ეგენი კიდე მოძლიერდებიან ამ ზაფხულს კაი ტრანსფერებით და შემდეგ წელს იქნება ბაბანიი პრემიერ ლიგაში. ამ ჩელსს ისეთი ბაზა აქვს ერთი კაი ტრენერი კაი პალასაზე და არ იქნებიან მარტივი გასაჩერებლები. ლივერპულს და კლოპს წელს ისეთი ჩავარდნა ქონდათ შევლენ ეგენიც ისევ ფორმაში. არსენალი სიტი იმედია უფრო მოძლიერებული მანჩესტერი + ამათ ნიუკასლი ტოტენჰემი. პროსტა უნდა დაჯდე და ისიამოვნო. ისე საუთჰემპტონის და ვესტ ჰემის შემდეგ მეთოფეების საჩემპიონო ოცნებები რო დასრულებული იყო კი ვიცოდი მარა ახლა საბოლოოდ დაუსამარეს. არადა ვბალეშიკობდი წელს მაგათ გაჩემპიონებას.

ნუ სადაც ლესტერი გახდა ჩემპიონი არაფერია გასაკვირი ნიუკასლისგან თუმცა მე მაინც სხვა თემა მგონია მანდ ნიუკასლი გავა აუცილებლად ლიგაზე და მერე დაიხარჯება მილიონები იქ გუნდის ასაწყობად თირე ალმირონით და ლონგსტაფით დაკავებული მე3-4 ადგილი არ გაიშვა არსად

არა კი გეთანხმები დაიწყებენ ეგენიც დიდი ფულის ხარჯვას, უბრალოდ როგორც სიტის და პსჟს შემთხვევაში იყო გაყიდვის შემდეგ პირველივე სეზონში დიდი ფულის ხარჯვა და ქაოსური ტრანსფერები, ასე არ დაიწყეს საშუალოდ დონის ფეხბურთელებით შეავსეს დაბალანსებულად. ეგენი რო დიდ ტრანსფერებს დაიწყებენ თან მითუმეტეს ლიგაზე გასულები ორი აზრი არაა. პრემიერ ლიგა ყოველთვის სხვა მუღამი იყო ჩემთვის და ასტონ ვილა, ნოტინგემის გაყიდვაც გამისწორდებოდა მაგრად. :დდ :დ
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2023 10:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
შეახმა ეს კიდე ტოტენჰემს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top