ინგლისის თასის ნახევავარფინალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი ბრძოლა მოუწია ფინალში გასასვლელად. ფაქტი კი ისაა, რომ "წითლები" შეტევაში ბევრ ხიფათს ვერ ქმნიდნენ. სათადარიგო სკამზე მჯდომი ფეხბურთელებიდან, არავინ იყო ისეთი ვინც შეტევაში გუნდის თამაშს გააძლიერებდა.
მარსიალმა სწორედ იმ მიზეზით გაატარა 85 წუთი მოედანდე, რომ ერიკ ტენ ჰაგს არ ჰქონდა სხვა ვარიანტი. ანტონი კი მატჩის ბოლოს შეცვალა მწვრთნელმა, რადგან ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა.
"იუნაიტედის" საბოლოო გამარჯვება პენალტების სერიაში შეიძლება ითქვას, რომ იყო კლასის ხარჯზე. თუმცა ფინალში "სიტის" წინააღმდეგ ყველაფერი გართულდება და მსგავსი თამაშით გაუჭირდებათ "წითელ ეშმაკებს" ფონს გასვლა.
ფეხბურთელი, რომელიც ძალიან აკლდა გუნდს "თოლიებთან" მატჩში ალეხანდრო გარნაჩოა. სწორედ მას შეუძლია შეცვლაზე დამაჯერებელი შემოსვლა და დაღლილ მცველებთან მაქსიმალური ხიფათის შექმნა.
18 წლის ფეხბურთელს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ამაზე ეს სეზონიც მეტყველებს. 29 მატჩში გარნაჩოს ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. "სიტისთან" გამართულ მატჩში მან უმნიშვნელოვანესი ასისტი მიითვალა, რომლის დახმარებითაც გუნდმა გამარჯვევა მოახერხა. ასევე აღსანიშნავია "ფულემთან" ბოლო წუთებზე გატანილი გადამწყვეტი გოლი.
გარნაჩო ძალიან დასჭირდება "იუნაიტედს" ფინალში. თავის მხრივ მაისში სტარტს აიღებ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი. ჯერი ალეხანდროზეა, მან უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.