ხვალ თბილისის დროით 23:15 წუთზე, პრემიერლიგის მორიგი მატჩი გაიმართება. "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. "მამლებთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ერიკ ტენ ჰაგმა ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ისაუბრა:
"მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი, ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. "ბრაიტონთან" მატჩისას მან მცირე დისკომფორტი იგრძნო ტეფის არეში. თუმცა, მოახერხა სრული მატჩის ჩატარება. "ბრაიტონთან" მატჩის შემდეგ სულ რამოდენიმე დღეა გასული და ჩვენ დავაკვირდებით მის მდგომარეობას. სწორედ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ითამაშებს თუ არა ბრუნო."
როგორც ESPN იუწყება, "ბრაიტონთან მატჩის პირველ ტაიმში ბრუნო ფერნანდეშმა ტერფის ტრავმა მიიღო. თუმცა, მიუხედავად სამწვრთნელო შტაბის წინააღმდეგობისა, მან მაინც გააგრძელა თამაში. იმედია, პორტუგალიელი მოახერხებს მწყობრში ჩადგომას და ხვალინდელ მატჩში მონაწილეობის მიღებას.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.