FootMercato-ს ჟურნალისტის სანტი აუნას ინფორმაციით, „პსჟ-ს“ სპორტული საკითხების მრჩეველმა, ლუის კამპუშმა და ოსიმენის აგენტმა, რობერტო კალენდამ ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
თუმცა, ნიგერიის ნაკრების 24 წლის ფორვარდს პარიზში გადასვლა ჯერჯერობით არ სურს და პრიორიტეტს პრემიერლიგის კლუბებს ანიჭებს. ნიგერიელი თავდამსხმელი "ნაპოლის" 2020 წელს ფრანგული "ლილიდან" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ვიქტორის ანგარიშზე 25 მატჩში 21 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მისი კონტრაქტი ნეაპოლიტანურ კლუბთან 2025 წელს იწურება. "ნაპოლის" პრეზიდენტი ურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელში სულ მცირე 150 მილიონ ევროს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენის დამატების ერთ-ერთი პრეტენდენტი "მანჩესტერ იუნაიტედია". ნიგერიელის გადაბირებას ასევე ცდილობს ლონდონის "ჩელსი" და მიუხენის "ბაიერნი".
ტრანსფერები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.