ევან ფერგიუსონმა "ბრაიტონთან" კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა. ახალგაზრდა ტალანტის მიმართ ინტერსს "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა ლონდონის "ჩელსი და "ტოტენჰემიც" იჩენდნენ.
ფერგიუსონის მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ამ გუნდებისთვის, რადგან როგორც ავღნიშზე ირლანდიელი ფეხბურთელის მიმართ დიდი დაკვირვება ხორციელდებოდა ბოლო პერიოდში.
18 წლის ფორვარდისთვის ეს სეზონი ძალიან შთამბეჭდავია. "თოლიების" მწვრთნელად რობერტო დე ზერბის დაინიშვნის შემდეგ, შესამჩნევი გახდა ევანის პროგრესიც. 19 მატჩში მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლია.
"ევანის კონტრაქტის გახანგრძლივება შესანიშნავი ამბავია. ის ვარჯიშობს და თამაშობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფეხბურთელივით. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მას და გავხადოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი თავდამსხმელი.",-აცხადებს დე ზერბი.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.