"იუნაიტედი" და "სიტი" აპირებენ სატრანსფერო ომი გამართონ "ნაპოლის" ცენტრალური მცველის კიმ მინ-ჯეს შესაძენედ.
კორეელმა ფეხბურთელმა "ფენერბახჩე" 2022 წლის ზაფხულის სატრანაფერო ფანჯარაზე დატოვა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კიმმა ძალიან დამაჯერებლად და საიმედოდ იასპარეზა ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.
კიმმა თავისი წვლილი შეიტანა ამ სეზონში "ნაპოლის" წარმატებულ ასპარეზობაში. ბევრი გუნდის ყურადღება მიიქცა მისმა თამაშმა, თუმცა Calciomercato იტყობინება, რომ კიმის დამატების მთავარ კანდიდატებს ინგლისური გუნდები წარმოადგენენ.
ცენტრალური მცველის ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევროა. "სიტი" და "იუნაიტედი" ყურადღებით აკვირდებიან სიტიაციას და შესაფერის მომენტს ელოდებიან ტრანსფერზე მუშაობის დასაწყებად.
"ნაპოლი" ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ გუნდმა შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები. კიმთან ერთად, ისინი ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე წუხან, რადგან დიდი შანსია ზაფხულში რომელიმე მათგანმა დატოვოს გუნდი.
ტრანსფერები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.