ლუიშ ნანის საინტერესო ინტერვიუ United Review-თან და გულშემატკივრებთან...
ნანიმ ისაუბრა United Review-თან "ჩელსისთან" ინგლისის თასის მატჩის შემდგომ.მან ისაუბრა რაიან გიგზის შესახებ.ასევე შეაფასა შანსები იმისა, ითამაშებს თუ არა 40 წლამდე.პორტუგალიელმა გულშემატკივრების კითხვებსაც უპასუხა. რბილად რომ ვთქვათ, წლევანდელი სეზონი შენთვის არც თუ ისე წარმატებული გამოდგა.რას გრძნობთ, როდესაც მოედანზე უფრო ხშირად გამოდიხართ?სიმართლეა, როდესაც შენ თამაშობ ხშირად, ინარჩუნებ კარგ ფორმას.როდესაც ზოგჯერ თამაშობ, ზოგჯერ არა ეს ართულებს შენ საქმიანობას.მე მიწევდა ბევრი ვარჯიში, რათა კვლავ დავბრუნებულიყავი ძირითად შემადგენლობაში.შემდეგ, როდესაც შანსი გეძლევა, ცდილობ ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთო.კონკურენცია ბევრ ფეხბურთელს აშინებს, მე არა."იუნაიტედში" ყველა პოზიციაზე 2-3 გამორჩეული მოთამაშეა და სწორედ ესაა გამარჯვების საწინდარი-ყველა მონდომებულია, ყველას სურს დაიმკივდროს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
რაიან გიგზმა კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.როგორ შეხვდით ამ მოვლენას გუნდის წევრები?ეს კარგია გუნდისთვის, მისთვის და ყოველი ჩვენგანისთვის.მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ცდილობს გაგვიზიაროს ჩვენც.ის ახლაც საოცარ ფორმაშია, ამიტომ თამაში არ უნდა გაუჭირდეს.ძალიან დიდი პატივია, როდესაც გუნდში ასეთი დონის მოთამაშე გყავს.მე ბევრს ვსწავლობ მისგან.ის უზიარებს გამოცდილებას ახალგაზრდეს და ასევე ჩვენც.ეს საოცარია-40 წლის ასაკში თამაშობდე ისევე, როგორც ახალგაზრდობაში.
შენც შეძლებ 40 წლამდე თამაშს?არ ვიცი!თუ შევძლებ, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ.გიგზი ახლაც ბრწყინავს, როგორც მთლიანი კარიერის განვმალობაში.ის შესანიშნავი მაგალითია ყველასთვის.თუ გსურს ითამაშო 40 წლამდე, უნდა მოუარო თავს და ბევრი ივარჯიშო.მე ვეცდები ყველაფერი საუკეთესო გავაკეთო და ვითამაშო გიგზის ასაკამდე.
გულშემატკივრების შეკითხვები
ვინსი ვირაჟი:რა ასაკში გადაწყვიტე გამხდარიყავი ფეხბურთელი?მე მინდოდა გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი ცხრა წლის ასაკიდან, მას შემდეგ რაც ფეხბურთზე სიარული დავიწყე.ვიცოდი, ამ საქმისთვის მთელ სიცოცხლეს დავთმობდი.მაგრამ 17-18 წლის ასაკში უკვე სერიოზულად დავფიქრდი, რომ მე მინდოდა ვყოფილიყავი ფეხბურთელი.შემდეგ მე "სპორტინგში" ჩავირიცხე.მახსოვს ჩემი პირველი კონტრაქტი.ძალიან გახარებული ვიყავი.კონტრაქტის პირობა შემდეგი იყო-რაც უფრო მეტს ვითამაშებდი პირველ გუნდში, მით უფრო მეტ ხელფასს ავიღებდი.
ტომ გარნერი:ახლაც გულშემატკივრობ "სპორტინგს"?უყურებ მათ თამაშებს?მე მაქვს პორტუგალიური ტელე-არხი სახლში და შემიძლია ბევრ თამაშს ვუყურო.მე ასევე მათი თამაშის ყურება შემეძლო ცოტა ხნის წინ, როდესაც ტრავმა მაწუხებდა.ამ პერიოდში დავრბუნდი პორტუგალიაში და ორი დღე ლისაბონში გავატარე.მე ვუყურე ჩემი ძველი კლუბის თამაშს, ვნახე მეგობრები და მივედი სავარჯიშო მოედანზეც.ეს მართლაც ფანტასტიკური წუთები იყო.ძალიან კარგია იმის გახსენება, თუ საიდან მოხვედი.იქ ყველას უხარია ჩემი წარმატება.მათ სურთ, რომ მე წარმატებებს მივაღწიო "იუნაიტედთან" ერთად.
მეტი ებსი:რომელისა საუკეთესო გოლი, რომელის მანჩესტერის შემადგენლობაში გაიტანე?ვფიქრობ, ალბათ ეს "ჩელსისთან" გოლი იყო წინა სეზონში, "ოლდ ტრაფორდზე".მე ბურთი კარგად დავამუშავე და ჩეხს შორეულ კუთხეში დავურტი.ასევე ყოველთვის მემახსოვრება გოლი "ტოტენჰემის" კარში.ის მართლაც გამორჩეული იყო ჩემთვის.