თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2023, 11:26
ავტორი: kikala,
ნანახია: 695,
კომენტარები: 4
ვიდიჩი "მანჩესტერში" ტრანფერს იხსენებს
სერ ალექსმა მოსისხლე მტერს ვიდიჩი ცხვირიწინ ააცალა
ვიდიჩი
2006 წელს სერ ალექს ფერგიუსონმა მაშინდელი რეალობისთვის საკმაოდ მოულოდნელი ტრანსფერი გაჩარხა. "იუნაიტედის" რიგებს მოსკოვის "სპარტაკიდან" სერბი მცველი, ნემანია ვიდიჩი შეუერთდა. ფერგის ხელმძღვანელობით ვიდიჩი "წითელი ეშმაკების" საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მან რიო ფერდინანდთან ერთად მრისხანე დაცვის დუეტი შექმნა, ხოლო მას შემდეგ, რაც გარი ნევილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ნემანია გუნდის კაპიტანი გახდა. ვიდიჩმა "მანჩესტერთან" ერთად ხუთი პრემიერლიგა, სამი ინგლისის ლიგის თასი, ხუთი ინგლისის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

რიო ფერდინანდის პოდკასტში Vibe with Five -ში სტუმრობისას სერბმა მცველმა გაიხსენა, რომ მის მიმართ ინტერესს "იუნაიტედის" გარდა "ლივერპულიც" იჩენდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქმეში სერ ალექსი ჩაერთო:

"ჩემი პირველი კონტაქტი "იუნაიტედთან" 2005 წლის იანვარში შედგა, თუმცა იმ პერიოდში მე უკვე მქონდა საუბარი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელ რაფაელ ბენიტესთან. ის პირველი იყო, რომელიც დამიკავშირდა ჩემი "სპარტაკში" თამაშისას. მაშინ ინგლისურად კარგად ვერ ვლაპარაკობდი, ასე რომ რაფაელთან ჩემი ცოლი საუბრობდა. ბენიტესი დაინტერესდა, მსურდა თუ არაა ინგლისში გადასვლა და რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. მოლაპარაკებების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. თუმცა შემდეგ იგი ორი-სამი კვირის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. სწორედ ამ პერიოდში ჩაერთო საქმეში სერ ალექსი.

ფერგიმ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს თამაშს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა და ჩემი უნარებით მოხიბლული იყო. იგი თვლიდა, რომ მე გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემეძლებოდა. მკითხა, ვისურვებდი თუ არა "იუნაიტედის" მაისურის მორგებას, რაზეც მე სიხარულით დავთანხმდი. ერთი კვირის შემდეგ მე უკვე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვიყავი"
. - იხსენებს "წითელი ეშმაკების" ლეგენდა.
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 აპრილი 2023 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11445
Საოცარი იყო ნემანია საოცარი ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი❤
2
№2
ავტორი: manubro
25 აპრილი 2023 13:25
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ამის ნაირი მცველი მე არ მახსენდება, ნესტას თუ შევადარებ... როცა ფორმის პიკში იყო .... ეჰ :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№3
ავტორი: Mishiko82
25 აპრილი 2023 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 600
მაგარი იყო ვიდიჩი, მაგრამ ეხლა რა გვეშველება ამ დირკა მცველების ხელში დაცვის გაძლიერება აუცილებლად გვინდა ვინმე ახალი ვიდიჩი ან მალდინი, ისევე როგორც საჭიროა ნახევარდაცვის და თავ დასხმის გაძლიერება.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2023 10:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვიდა <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top