ტრანსფერი რომელმაც შესაძლოა დიდი ხმაური გამოიწვიოს. საფრანგეთის ეროვნულ ლიგაში გადასვლის შემდეგ ბრაზილიელთა სუპერვარსკვლავი ნეიმარი ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ წყვეტს.
ხომ არ არის დრო სიახლეების, ახალი ჰაერის და "ნისლიანი ალბიონის", სპორტული პრესა უკვე ალაპარაკდა.
როგორც ირკვევა თავად "პსჟ"-საც ბრაზილიელთან განშორება ამ ზაფხულს სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელს სხვა გეგმები აქვს.
31 წლის ვარსკვლავის ერთ-ერთი პოტენციური ვარიანტი შეიძლება იყოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა, იტყობინება FootMercato.
ინგლისურ კლუბს ტრანსფერზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია, თუმცა ამ საკითხს წლის დასაწყისში უკვე სწავლობდა. მთავარი პრობლემა თავად თავდამსხმელის "პსჟ"-ში დარჩენის განზრახვაა - მისი გადარწმუნება ადვილი არ იქნება.
Transfermarkt-ის ცნობით, ნეიმარის მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდეა ძალაში, ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონი ევროა.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.