ჭორები რომელიც ესპანელი კიპერის დავიდ დე ხეას ირგვლივ ფესვს უფრო იკიდებდა სავარაუდოდ სულ მალე გაქარწყლდება.
სპორტული საინფორმაციო წყაროები აქტიურად წერენ იმაზე თუ რა მომავალი ელის კარის დარაჯს, ზოგიერთი პრესის ფურცლების მიერ გაზიარებული ინფორმაციებით თითქოს კიპერით უკმაყოფილო თავად ტენ ჰაგია.
არის ასევე ინფორმაციები იმის შესახებაც, რომ დე ხეა სახელფასო განაკვეთის შემცირებას არ გეგმავს და ამის გამო მზად არის კლუბი შეიცვალოს.
თუმცა დღეს გავრცელებული უახლესი ინფორმაცია ყოველივე ამის საპირისპიროს ამტკიცებს.
ესპანელი შეიძლება გამხდარიყო თავისუფალი აგენტი სეზონის დასრულების შემდეგ, რადგან მისი კონტრაქტი ივნისში იწურება.
კლუბი 32 წლის ფეხბურთელისგან ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებას ითხოვს, რადგან კონტრაქტის ამჟამინდელი ფინანსური პირობები, აჭარბებს ერიკ ტენ ჰაგის მიერ დაწესებულ "სახელფასო ჭერს".
ინსაიდერ ნიკოლო სკირის თქმით, ამჟამად მხარეები ახალ შეთანხმებასთან ახლოს არიან - მეკარე უკვე დათანხმდა "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.
მიმდინარე სეზონში დავიდ დე ხეამ 48 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაუშვა.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.