"თოლიების" აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ბარბერმა დაადასტურა იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლებელია მაკალისტერმა გუნდი დატოვოს. მისი შეძენის ერთ-ერთი ფავორიტი კი "მანჩესტერ იუნაიტედია".
არგენტინელმა 2022 წელს ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა, იგი ნაკრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.
24 წლის ფეხბურთელმა გასული წლის ოქტომბერში "თოლიებთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. მაკალისტერი შთამბეჭდავ სეზონს ატარებს საკლუბო დონეზეც, 30 მატჩში მის ანგარიშზე 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
"ალექსისთან, მამამისთან და მის აგენტთან ერთად ვისაუბრეთ ახალი კონტრაქტის შესახებ და საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას გასული წლის ოქტომბერში. მსოფლიო ჩემპიონატამდე იმიტომ მოვაგვარეთ ეს საკითხი, რადგან მაკალისტერი მშვიდად ყოფილიყო და წნეხის გარეშე ეთამაშა ტურნირზე.
ზაფხულში რა მოხდება ჯერ არ ვიცი. გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი გრანდების ინტერესის სფეროში მოექცა. მიზანს რათქმაუნდა მათი შენარჩუნება წარმოადგენს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს.",-ამბობს ბარბერი.
ერიკ ტენ ჰაგი ეძებს ახალგაზრდა ნახევარმცველს, რომელიც გუნდს მრავალფეროვნებას შემატებს. გავრცელებული ინფორმაციით არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ლივერპული" და "არსენალიც" იჩენენ.
ტრანსფერები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.