თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2023, 21:34
ავტორი: kikala,
ნანახია: 693,
კომენტარები: 4
ფარბრიციო რომანომ "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმები მიმოიხილა
იტალიელი ჟურნალისტი პოტენციური ტრანსფერების შესახებ
ფარბრიციო რომანომ
გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ, United Stand-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა. ფაბრიციომ მიმოიხილა, როგორც "წითელი ეშმაკების" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პოტენციური ახალწვეულები, ასევე შეეხო "იუნაიტედის" მოქმედი ფეხბურთელების მომავალს:

-" "მანჩესტერი" "ბრაიტონის" ფეხბურთელის ალექსის მაკალისტერისთვის ბრძოლაში აპირებს ჩართვას. კლუბის წარმომადგენლები არგენტინელი ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ. მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს არ სურს მოლაპარაკებების გაჭიანურება, იგი მოხარული იქნება თუ მისი ტრანსფერი სატრანსფერო ფანჯრის პირველივე დღეებში გაიჩარხება. დარწმუნებული ვარ, მაკალისტერი "ბრაიტონს" ამ ზაფხულს დატოვებს.

- არ ვარ დარწმუნებული, რომ 100-120 მილიონი ევრო საკმარისი იქნება "ნაპოლის" ფორვარის ვიქტორ ოსიმენის გადასაბირებლად. ნეაპოლელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკება არც თუ ისე მარტივია.

- ვფიქრობ, "მანჩესტერი" ყურადღებით აკვირდება ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველის მეისონ მაუნტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. თუმცა, ჩემი ინფორმაციით მაუნტი იურგენ კლოპის "ლივერპულისთვის", მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

- "წითლები" შეეცდებიან მეორე მეკარის შეძენას. დევიდ დე ხეასთან მოლაპარაკებები კონტრაქტთან დაკავშირებით წარმატებით მიმდინარეობს."პორტუს" გოლკიპერის დიოგუ კოშტას ტრანსფერი, თითქმის გამორიცხული ჩანს.

- თუ "მანჩესტერს" რომელიმე კლუბი აარონ ვან ბისაკაში დიდ თანხას შესთავაზებს, კლუბი ინგლისელი მარჯვენა მცველის გასხვისებაზე დაფიქრდება. სხვა შემთხვევაში აარონის გაყიდვა არ იგეგმება.

- ვიქტორ ლინდელოფის აგენტი და "იუნაიტედის" წარმომადგენლები სეზონის ბოლოს, შვედის მომავალს განიხილავენ. იანვარში ერიკ ტენ ჰაგმა მადრიდის "ატლეტიკოს" და მილანის "ინტერის" შემოთავაზებები დაბლოკა.

- მარსელ ზაბიცერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს "მანჩესტერ იუნაიტედიში" დარჩენა. ძალიან მალე შედგება მოლაპარაკებები მიუხენის "ბაიერნთან" ავსტრიელის მომავალთან დაკავშირებით".
- განაცხადა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა.
ტრანსფერები
4 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
24 აპრილი 2023 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
ჯერ იმდენს დაწერენ კიდე რო კაცმა არ იცის ბოლოს ვის მოიყვანენ.. ძან მინდა რო ოსიმენი იყიდონ..
0
№2
ავტორი: Kate
24 აპრილი 2023 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: kashmara
ჯერ იმდენს დაწერენ კიდე რო კაცმა არ იცის ბოლოს ვის მოიყვანენ.. ძან მინდა რო ოსიმენი იყიდონ..

ათასი რამ იწერება მაგრამ ეს ფაბრიციო რომანო როგორც წესი ახლოსაა ხოლმე სიმართლესთან. ანუ უბრალო ჭორიკანა ტიპი არ ჩანს. ხშირად მართლდება ხოლმე მისი ნათქვამი. მაგრამ 150 მლნ ოსიმენში ნამეტანია -სულ გაგიჟდა დი ლაურებტისი. მაგრამ პსჟს უნდა და ისინი ალბათ გადაიხდიან მაგდენს
0
№3
ავტორი: ikeoni
25 აპრილი 2023 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11439
ოჰოჰო რა ფასებია:))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2023 10:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესო სიახლეებს ველოდებით ფაბრიციო შენგან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top