"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიწყო მოლაპარაკებები "ტოტენჰემის" კაპიტნის ჰარი კეინის შესანენად, რომელიც დიდი ალბათობით ამ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.
კეინს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი. "წითელი ეშმაკები" გეგმავენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ ტრანსფერზე მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რადგან "დეზების" ამჟამინდელი მფლობელი დანიელ ლევი ყველაფერს გააკეთებს ჰარის შესანარჩუნებლად იტყობინება-The Telegraph.
"იუნაიტედი" კეინის ალტერნატივად "ნაპოლის" ნიგერიელ ფორვარდს ვიქტორ ოსიმენს განიხილავს. "მიუნხენის ბაიერნის" მთავარი პრიორიტეტიც სწორედ მაღალი დონის ფორვარდის დამატებაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, აქედან გამომდინარე დიდი კონკურენციის გაწევაა მოსალოდნელი ზემოთ აღნიშნული ფეხბუთელების შესაძენად.
ლევის პრიორიტეტი კეინის ახალ კონტრაქტზე დაყოლიებაა, მაგრამ "ტოტენჰემში" არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ამის ალბათობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, ინგლისელი ფორვარდის შესაძენი ფასი პრემიერ ლიგის გუნდებისთვის დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი იქნება.
ტრანსფერები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.