ერიკ ტენ ჰაგმა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს განუცხადა, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "სიტიმ" ვერ შეძლოს ფინალის მოგება და შესაბამისად ტრებლის დაუფლება.
აღნიშნული დაპირისპირება 3 ივნისს "უემბლიზე" გაიმართება. "სიტის" სამივე ტიტულის მოგების რეალური შანსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ "არსენალი" დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობს პრემიერ ლიგის ცხრილს, ბოლო სამ თამაშში დაკარგული ქულების გამო "მეთოფეების" ჩემპიონობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"მე მესმის "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების ემოციების. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სეზონში მეორე ტიტული მოვიგოთ.
გულშემატკივრებს უნდა სჯეროდეთ. ჩვენ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ, თუმცა საქმე როდესაც "სიტის" ეხება, "იუნაიტედისთვის" ეს ორმაგი მოტივაციაა.
"სიტი" რათქმაუნდა ძლიერი გუნდია, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუმცა ჩვენც ანგარიშგასაწევი გუნდი გვყავს, შესაბამისად, ვფიქრობ შეგვწევს იმის ძალა, რომ დავამარცხოთ პეპის გუნდი.
წელს უკვე მოვახერხეთ საკუთარ მოედანზე მათი დამარცხება, სადაც სრულოფილი ფეხბურთი ვითამაშებთ. თუმცა ეს არ არის საკმარისი, შეცდომების მინიმუმამდე დაყვანაზე უნდა ვიზრუნოთ.",-აცხადებს ჰაგი
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.