ერთი ქალაქი ორი კლუბი და დაპირისპირება რომელიც კლუბებსა და გულშემატკივრებს შორის დიდი ხნის ისტორიის წერას განაგრძობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის"- კლუბი რომელმაც უამრავი წლის მანძილზე თანაქალაქელი "სიტი' მის ჩრდილქვეშ აცხოვრა დღეს მათთან შედარებით კრიზისს განიცდის.
ამ სიტუაციით მოსარგებლე "მანჩესტერ სიტი" და მისი ესპანელი დამრიგებელი ხოსეპ გვარდილოა ირონიულ მიმართვას ავრცელებს "იუნაიტედის" გულშემატკივრების მიმართ რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
"მათ (იუნაიტედის გულშემატკივრებს) არ უნდა ეშინოდეთ იმის, რომ მიმდინარე სეზონში "სიტი" ტრებლის მოგების რეალური კანდიდატია, ჩვენ მეზობლები ვართ. მეზობლები ყოველთვის კეთილგანწყობილნი არიან ერთმანეთის მიმართ“, - იუწყება ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის პრემიერ ლიგის და ქვეყნის თასის მოგების პრეტენზიას აცხადებს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გვარდიოლას შეგირდები მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან, პრემიერ ლიგაში კი წამყვან "არსენალს" ხუთი ქულით ჩამორჩებიან თუმცა 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ასოციაციის თასზე "მოქალაქეები" კი ფინალში გავიდნენ.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.