"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ "ჩელსისთან" გადადებული პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩი, 25 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მატჩი დღეს, 23 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს, "უებლიზე" "ბრაიტონს" დაუპირისპირდება ინგლისის ასოციაციის თასის ფინალის საგზურისთვის.
შეგახსენებთ "იუნაიტედის" დარჩენილ მატჩებს პრემიერ ლიგაში:
27 აპრილი, ხუთშაბათი, 23:15 - "ტოტენჰემი" (სტუმრად) 30 აპრილი, კვირა, 17:00 - "ასტონ ვილა" (შინ) 4 მაისი, ოთხშაბათი, 23:00 - "ბრაიტონი" (სტუმრად) 7 მაისი, კვირა, 22:00 - "ვესტ ჰემი (სტუმრად) 13 მაისი, შაბათი, 18:00 - "ვულვერჰემპტონი" (შინ) 20 მაისი, შაბათი, 18:00 - "ბორმუთი" (სტუმრად) 25 მაისი, ოთხშაბათი, 23:00 - "ჩელსი" (შინ) 28 მაისი, კვირა, 19:30 - "ფულემი" (შინ)
პ.ს. მატჩების დაწყების დრო მითითებულია თბილისის დროით.
სტატიები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.