"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად "ვალენსიას" ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს განიხილავს - იუწყება GiveMeSport.
22 წლის მეკარე შთამბეჭდავ სეზონს ატარებს ესპანეთის ჩემპიონატში, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი არასახარბიელო პოზიციას იკავებს ლა ლიგის ცხრილში.
"ღამურების" მთავარი მიზანი ამ სეზონში "სეგუნდა" დივიზიონში დაქვეითებისგან თავის დაღწევაა. მამარდაშვილმა 33 მატჩიდან 7-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა, თუმცა ევროპის მაშტაბით მაღალი რეიტინგის მქონე მეკარედ რჩება.
მამარდაშვილი ამჟამად 45 მილიონ ფუნტად არის შეფასებული, თუმცა იმ შემთხვევაში თუ "ვალენსია" ქვედა დივიზიონში დაქვეითდება, შესაძლებელია მეკარის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდეს.
"პორტუს" მეკარე დიოგო კოშტაც ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს "იუნაიტედისთვის", რომელსაც გუნდის სკაუტები ყურადღებით აკვირდებიან. შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეას კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
ტრანსფერები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.