მარსელ ზაბიცერმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა ასოციაციის თასის წინა რაუნდში "ფულემის" წინააღმდეგ. სწორედ მისი გოლი გახდა "იუნაიტედისთვის ფინალის საგზურის მომტანი. მარსელი ფიქრობს, რომ სათასო მატჩები ყოველთვის განსაკუთრებული სპეციფიკის მატარებელია.
"სათასო მატჩებში მონაწილეობა ყოველთვის განსაკუთრებულია, ასეა გერმანიაშიც. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია კლუბისა და გულშემატკივრებისთვის ამ ტიტულის დაუფლება. სულმოუთქმელად ველოდებით თამაშს, გვინდა ფინალის საგზური მოვიპოვოთ.
ერთმატჩიანი თამაშები ყოველთვის საინტერესოა, ყველას გვიყვარს მსგავსი მატჩები და როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ფინალში გასვლა გვინდა."
წარსულში, ზაბიცერს ორი მატჩი აქვს ჩატარებული "უემბლის" სტადიონზე. მისი პირველი ასპარეზობისას ავსტრიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ სტადიაზე, ხოლო მეორედ ამა წლის თებერვალში, როდესაც "წითელმა ეშმაკებმა" "ნიუკასლის" დამარცხების შემდეგ ამ სეზონის პირველი ტიტული მოიპოვეს.
" "უემბლიზე" შესანიშნავი ატმოსფეროა, გრანდიოზული სტადიონია. მსგავს სტადიონებზე ყველაზე მეტად გვიყვარს თამაში. ჩვენ შეგვიძლია ამ მატჩის მოგება და ფინალში გასვლა, მაგრამ კარგად ვაცნობიერებთ, თუ როგორი ძლიერი მეტოქე გვყავს "ბრაიტონის" სახით. ეს რთული მატჩი იქნება, თუმცა ამისათვის მზად ვართ."
ბოლო მატჩებში ერიკ ტენ ჰაგი მარსელს "ათიანის" პოზიციაზე იყენებს. თავდამსხმელების უკან მოთამაშე ავსტრიელი ბევრად უფრო მრისხანე ძალას წარმოადგენს მეტოქეებისთვის, რაზეც მისი "სევილიას" კარში გატანილი ორი გოლი მეტყველებს.
"დიახ, ჩემი ადგილი მოედანზე შეიცვალა, ეს მომწონს, ამან იმუშავა და საკმაოდ კარგი გოლები გავიტანე. ეს საუკეთესოა, რისი მიცემაც გუნდისთვის შემიძლია და დიდი იმედი მაქვს, გოლების გატანას კიდევ მოვახერხებ". - დასძენს ავსტრიელი ნახევარმცველი.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.