2021 წელს სერ ალექს ფერგიუსონმა "Manchester Evening News"-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მწვრთნელი ხანდახან დაუნდობელი უნდა იყოს და გაყიდოს არაეფექტური ფეხბურთელები მათი წარსული დამსახურების მიუხედავად.
"სინანული ყოველთვის იქნება, მაგრამ ხვალ ახალი დღეა. მე ყოველთვის ასე ვიქცეოდი - როდესაც ვმარცხდებოდით, შემდეგი დღე ყოველთვის უკეთესი იყო. რაც შეეხება სინანულს, მახსენდება ჩვენი 1994 წლის გუნდი, როცა ძირითადის ოთხივე მცველი თითქოს ერთდროულად დაბერდა.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია, რომელიც შეიძლება მთავარ მწვრთნელს დაუდგეს. მითუმეტეს იმის ფონზე რომ ეს ფეხბურთელები ჩემთვის საუკეთესოები იყვნენ. პოლ პარკერი, სტივ ბრიუსი, ჰარი პელისტრი და დენის ირვინი. ფანტასტიკური ფეხბურთელები.
მათ მე და კლუბს თავიანი საფეხბურთო კარიერის ცხრა თუ ათი წელი გვაჩუქეს. საფეხბურთო მოედანზე მათი არაეფექტურობა მარტივად შესამჩნევი გახდა. თუმცა ისინი ამას ვერ ამჩნევდნენ, მაგრამ ვამჩნევდი მე. პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში - რა მომეხერხებინა ამ ყველაფრისთვის? მე ისინი გავასხვისე, ამის თქმა კი მათთვის ძალიან რთული იყო". - იხსენებს სერ ალექსი.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.