"ლივერპულის" ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ ჯეიდონ სანჩოს ჟურნალისტები და გულშემატკივრები მეტისმეტად რბილად ექცევიან და იგი არ იღებს კრიტიკას იმ ოდენობით, რასაც იმსახურებს.
"ანტონიმ 6 თვეში უფრო მეტი მისცა "მანჩესტერ იუნაიტედს", ვიდრე ჯეიდონ სანჩომ 2 წლის განმავლობაში".
ბრაზილიელი ვინგერი მნიშვნელოვნად უსწრებს შედეგიანობის მხრივ ინგლისელ თანაგუნდელს ჩატარებული მატჩების რაოდენობის ფონზე. წლევანდელ სეზონში, 39 ჩატარებულ მატჩში ბრაზილიელმა მეტოქის კარი 10-ჯერ დალაშქარა, ხოლო თანაგუნდელებს 4-ჯერ უპასა საგოლედ.
ხოლო ჯეიდონის ანგარიშზე, ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ 69 მატჩში, 10 გატანილი გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.
მედია და ქომაგები მართლაც არ იშურებდნენ კრიტიკას ანტონის მისამართით მთელი სეზონის განმავლობაში. თუმცა, " სევილიასთან" განმეორებითი მატჩის შემდეგ, კრიტიკის ქარცეცხლში სანჩოც მოექცა.
სტატიები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.